logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 1.97%-ია

13 თებ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა  27 187  ტესტი, მათ შორის 18 381 კვლევა ანტიგენის და 8 806 PCR ტესტი.. 

ბოლო 24 საათის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%; ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.75%.

გამოჯანმრთელდა 757 პირი.

გარდაიცვალა 7 ადამიანი. ჯამში კორონავირუსს საქართველოში 3343 ადამიანი ემსხვერპლა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 265 200-ს დაუდასტურდა.  

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 41, იმერეთში - 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - თბილისში, 139 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 52.

სულ  6 ოქტომბრიდან - 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 776 პირი

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 421 პირი, აჭარაში - 665, იმერეთში - 1 330


close დახურვა